ჭდე: ტაქსის მძღოლი

სვანეთში მელე-თბილისის ტაქსის მძღოლი მოკლეს

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში ჩხუბის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა 5 ივნისს მელე-თბილისის სამარშურტო ტაქსის მძღოლი სცემეს და უგონო მდგომაროებაში მიატოვეს. ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარს ლენტეხის პოლიციის სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით იძიებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივები გამოკითხვაზე […]

“პოლიციელებს ძაღლებს სწორად ეძახიან” – გამწარებულმა ტაქსისტმა თავისი მანქანა დაწვა

"პოლიციელებს ძაღლებს სწორად ეძახიან" - გამწარებულმა ტაქსისტმა თავისი მანქანა დაწვა

ტაქსისტმა, რომელსაც საპატრულო პოლიციამ 5-ჯერ ჯარიმა დაუწერა, თავისი კუთვნილი მანქანა დაწვა. იგი მიიჩნევს, რომ სამართალდამცველებმა არასწორად დააჯარიმეს. აღმოჩნდა, რომ მძღოლს ტაქსის ლიცენზია არ ჰქონდა. “ბოდიში მინდა მოვუხადო დედაჩემს, შვილებსა და მეუღლეს. იმისთვის, რის გაკეთებასაც ვაპირებ. ახლა  განახებთ 200 ლარიან ჯარიმებს, რომელიც თითქმის რვა დღის განმავლობაში დამიწერეს, ტაქსის ლიცენზიის არქონის გამო. ეს არის ბოლო 50-ლარიანი ჯარიმა, […]

გორში ტაქსის მძღოლი დაჭრეს – მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

გორში ტაქსის მძღოლი დაჭრეს. შემთხვევა დღეს, 10 მარტს, ცოტა ხნის წინ მოხდა. მამაკაცს დაზიანებები ყელის არეში, ცივი არაღით აქვს მიყენებული. ის “გორმედში” გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს.. ,,სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. კისრის არეში აღენიშნებოდა ბასრი საგნით მიყენებული გამჭოლი ჭრილობა. ოპერაციის შემდგომ, მისი მდგომარეობა ფასდება სტაბილურად მძიმედ”,- განაცხადა ექიმმა მერაბ მაისურაძემ. წიბასწარი ინფორმაციით, ბრალდებულმა, პირადი კონფლიქტის […]

ტაქსის მძღოლს გაყინული პელმენის გამო 3 წელი ციხე ემუქრება

ტაქსის მძღოლს გაყინული პელმენის გამო 3 წელი ციხე ემუქრება

26 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტაქსის მძღოლისა და მგზავრის საქმეს განიხილავენ. მგზავრმა მძღოლს დანიშნულების ადგილზე მიყვანისას დალოდება სთხოვა. ტაქსის მძღოლმა 10 წუთიანი ლოდინის შემდეგ ადგილი დატოვა. სამი დღის შემდეგ კი მას პოლიცია დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, მგზავრმა ტაქსისტს უჩივლა, რადგან ავტომობილში გაყინული პელმენი დარჩა და ის მძღოლისგან მხოლოდ ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო და პროკურატურა ტაქსის მძღოლისთვის სამი წლით […]

ტაქსის კოვიდინფიცირებულ მძღოლს, ბ.ჭ.-ს, მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა – ვიდეო

ტაქსის კოვიდინფიცირებულ მძღოლს, ბ.ჭ.-ს, მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა - ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, “კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ორი კოვიდინფიცირებული მოქალაქე – ტაქსის მძღოლი და მისი თანხმლები პირი იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც ისინი თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, […]

გორში ტაქსის მძღოლი მოკლეს

გორში ტაქსის მძღოლი მოკლეს

გორში, ე.წ კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. 35 წლის ასაკის მამაკაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული. მკვლელობა ანწუხელიძის ქუჩაზე მოხდა. ​სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი კლინიკა “გორმედში” გადაიყვანა, თუმცა მამაკაცი საავადმყოფოში შეყვანამდე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გარდაცვლილის მეზობლებს ვერსიებზე საუბარი უჭირთ. მათი ინფორმაციით, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა და ტაქსის მძღოლად მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ დაპირისპირება […]

ვარკეთილში ტაქსის მძღოლი მოკლეს – დააკავეს 1 პირი – ვიდეო

ვარკეთილში ტაქსის მძღოლი მოკლეს - დააკავეს 1 პირი - ვიდეო

მკვლელობა ვარკეთილში. გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ტაქსის მძღოლი იყო. მკვლელობის ფაქტზე ცხელ კვალზე დაკავებულია 1996 წელს დაბადებული პირი. ეჭვმიტანილის დაკავების გადაღება “კურიერის” კამერამ შეძლო. 23 წლის მამაკაცი დანაშაულის ჩადენის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში იმალებოდა. “მოხდა საკმაოდ ტრაგიკული ინციდენტი, ტაქსის მძღოლი […]

ტაქსის მძღოლი, რომელმაც უკრაინელი ქალი სცემა, დააკავეს

ტაქსის მძღოლი, რომელმაც უკრაინელი ქალი სცემა, დააკავეს

თბილისში, 52 წლის ტაქსის მძღოლი, რომელიც უკრაინელ ტურისტ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა, დააკავეს. შსს-ს ცნობით, ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ გ.თ.-მ თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უკრაინის მოქალაქე ლ.კ.-ს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, დააზიანა მისი კუთვნილი ნივთები. გამოძიება ძალადობისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს […]

ტაქსის მძღოლს მგზავრის გაუპატიურებისთვის 8 წელი მიესაჯა

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურების და ძარცვის ფაქტზებრალდებულ დ.ც. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 30 ივლისს, დ.ც.-ს, საკუთარი მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით ქ.თბილისში, დაახლოებით 03:30 საათზე, მგზავრი – გ.ლ. გადაჰყავდა. დ.ც.-მ ავტომანქანა გზის სავალ ნაწილზე გააჩერა და ძალის გამოყენებით, ცემითა და მუქარით გ.ლ. გააუპატიურა. დანაშაულის […]

თბილისში ტაქსის მძღოლმა ყაზახი ტურისტი გააუპატიურა

თბილისში ტაქსის მძღოლმა ყაზახი ტურისტი გააუპატიურა

თბილისში სტუმრად მყოფი ყაზახი ტურისტი ტაქსის მძღოლმა გააუპატიურა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ტაქსის მძღოლი იდენტიფიცირებული და დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით წარუდგინეს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.