სვანეთში მელე-თბილისის ტაქსის მძღოლი მოკლეს

სვანეთში მელე-თბილისის ტაქსის მძღოლი მოკლესლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში ჩხუბის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა 5 ივნისს მელე-თბილისის სამარშურტო ტაქსის მძღოლი სცემეს და უგონო მდგომაროებაში მიატოვეს. ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარს ლენტეხის პოლიციის სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით იძიებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივები გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.