ვარკეთილში ტაქსის მძღოლი მოკლეს – დააკავეს 1 პირი – ვიდეო

ვარკეთილში ტაქსის მძღოლი მოკლეს - დააკავეს 1 პირი - ვიდეომკვლელობა ვარკეთილში. გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ტაქსის მძღოლი იყო.

მკვლელობის ფაქტზე ცხელ კვალზე დაკავებულია 1996 წელს დაბადებული პირი.

ეჭვმიტანილის დაკავების გადაღება “კურიერის” კამერამ შეძლო. 23 წლის მამაკაცი დანაშაულის ჩადენის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში იმალებოდა.

“მოხდა საკმაოდ ტრაგიკული ინციდენტი, ტაქსის მძღოლი იქნა მოკლული საკუთარ ავტომობილში. როგორც მეზობლები აცხადებენ იყო ხმაური. არის რამდენიმე ბავშვი, რომელიც შეესწრო შელაპარაკების ფაქტს,“ – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხლილველმა, გიორგი ტიგინაშვილმა.

ექიმის განცხადებით, 56 წლის მამაკაცი, საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

“როგორც მითხრეს კლიენტთან მოუხდა შელაპარაკება. შემოყვანილ იქნა 19:07 საათზე, შოკურ მდგომარეობაში, ჰემოდინამიკა იყო არასტაბილური, აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა. ორი შემავალი ჭრილობა ჰქონდა გულმკერდის ზედაპირზე. ქირურგიული ჩარევიდან 5 წუთში გული გაუჩერდა,“ – აღნიშნა ექიმმა, ხათუნა სიხარულიძემ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

https://www.facebook.com/rustavi2/videos/401267750819506/