გორში ტაქსის მძღოლი მოკლეს

გორში ტაქსის მძღოლი მოკლესგორში, ე.წ კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. 35 წლის ასაკის მამაკაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

მკვლელობა ანწუხელიძის ქუჩაზე მოხდა.

​სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი კლინიკა “გორმედში” გადაიყვანა, თუმცა მამაკაცი საავადმყოფოში შეყვანამდე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით გარდაცვლილის მეზობლებს ვერსიებზე საუბარი უჭირთ. მათი ინფორმაციით, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა და ტაქსის მძღოლად მუშაობდა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ დაპირისპირება უძღოდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. სავარაუდო დამნაშავის ვინაობა მათთვის ცნობილია.