ჭდე: ურეკი

ურეკში პოლიციელებზე თავდასხმისთვის 13 პირი დააკავეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე, დაბა ურეკში 13 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 ივნისს, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს ურეკის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე -173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის […]

ურეკში სასტუმრო “4 ვილაში” ხანძარი გაჩნდა

ურეკში სასტუმრო "4 ვილაში" ხანძარი გაჩნდა

ურეკში სასტუმროში “4 ვილა” ხანძარი გაჩნდა. ამ ეტაპზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სასტუმროდან მოქალაქეთა ევაკუაცია უკვე განხორციელდა. „ამ ეტაპზე, ადგილზე 10-მდე ეკიპაჟი მუშობს და მიმდინარებს ცეცხლის ლიკვიდირების სამუშაოები. დაშავებულებზე ამ ეტაპზე, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

“ზღვისგან გამორიყული შვილის ცხედარი უნახავს” – ურეკში დამხრჩვალი 20 წლის ლუკა გელაშვილი მამამ იპოვა

"ზღვისგან გამორიყული შვილის ცხედარი უნახავს" - ურეკში დამხრჩვალი 20 წლის ლუკა გელაშვილი მამამ იპოვა

15 აგვისტოს ურეკში დამხრჩვალი 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც ახალციხელი ლუკა გელაშვილია, სანაპიროსთან ზღვამ გამორიყა. როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ამ დღეების   მანძილზე,  მაშველები უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ დაკარგულს. გუშინ, გვიან, საღამოს,  როცა ძებნა დროებით შეწყდა, ჩვენი წყაროსავე ცნობით, დაღუპული გელაშვილის მამა სანაპიროზე ფანარით გასულა. „გელაშვილის მამა   ჩამოსული იყო და თავად, მაშველებთან ერთად, თავისი სურვილით  ერთვებოდა სამძებრო მუშაობაში. […]

ურეკში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

ურეკში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ურეკში ორდღიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდა კაცის ძებნა მაშველებმა 15 აგვისტოს დაიწყეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 2 ახალგაზრდა წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა, მაშველებმა ერთის დახმარება შეძლეს, მერე კი წყალში გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოებში 17 მაშველი, 4 მყვინთავი, 6 მცურავი საშუალება და ექოლოტი იყო ჩართული. მთავარი

ურეკში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ურეკში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ურეკში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, 15 აგვისტოს ურეკში, 2 ახალგაზრდა მამაკაცს ესაჭიროებოდა დახმარება, რომლებიც წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. მათი ინფორმაციით, მაშველებმა ერთის გამოყვანა მოახერხეს, მეორე კი წყალში გაუჩინარდა. „საძიებო სამუშაოებში ჩართულია 17 მაშველი, 4 მყვინთავი, 6 მცურავი საშუალება, მათ შორის ერთი ექოლოტი, რომელიც ახდენს ფსკერის სკანირებას და ასევე […]

ურეკში ზღვაში 12 წლის გოგონა და ახალგაზრდა ქალი დაიხრჩვნენ

ურეკში ზღვაში 12 წლის გოგონა და ახალგაზრდა ქალი დაიხრჩვნენ

ურეკში, კაპროვანის დასახლებაში, შავ ზღვაში 2 ადამიანი დაიხრჩო. თვითმხილველების ცნობით, ერთი მათგანი 12 წლის ბავშვია, მეორე კი – ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. სამაშველო სამსახურის დახმარება სჭირდებოდა კიდევ ერთ მოზარდს, რომელიც წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. როგორც თვითმხილველმა “კურიერს” განუცხადა, ორივე გარდაცვლილი ადგილობრივია. თვითმხილველების ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შემთხვევის ადგილზე მისვლა დააგვიანა. გამოძიება […]

ურეკში მშენებარე სასტუმროდან 2 მუშა გადმოვარდა – 1 ადგილზე დაიღუპა

ურეკში მშენებარე სასტუმროდან 2 მუშა გადმოვარდა - 1 ადგილზე დაიღუპა

ურეკში, კაპროვანის დასახლებაში, მშენებარე სასტუმროდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. „სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები მივიდნენ გამოძახებაზე, თუმცა 60 წლამდე მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო, მეორე მამაკაცს კი აღენიშნებოდა სხვადასახვა სახის ტრავმული დაზიანებები, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ იყო. ის ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადმოიყვანა“, – განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ფოთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის […]

ურეკში უცხოელი ტურისტი ზღვაში დაიხრჩო

ურეკში უცხოელი ტურისტი ზღვაში დაიხრჩო

ურეკში, ზღვაში უცხოელი ტურისტი მამაკაცი დაიხრჩო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა დღის მეორე ნახევარში, მოხდა. მათივე ინფორმაციით, 112-ზე დაღუპულის ცოლმა დარეკა, რომ მისი მეუღლე გაუჩინარდა, მაშინ, როდესაც ცოლ-ქმარი ზღვაში ბანაობდა. სამძებრო სამუშაოებში მყვინთავებიც იყვნენ ჩართული, თუმცა მამაკაცის ცხედარი შემთხვევიდან ერთ კილომეტრში მაშველებმა გამორიყული ოპოვეს.

ურეკში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

ურეკში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, დაბა ურეკში 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს. შსს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 132 აბი „სუბოქსინი“, 21 აბი „ექსტაზი“, 3.2 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მორფინის მარილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. „ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას დ.ს. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული […]

13 წლის ბავშვი პედაგოგს გაეპარა – ურეკში ტრაგედიის ახალი დეტალები

13 წლის ბავშვი პედაგოგს გაეპარა - ურეკში ტრაგედიის ახალი დეტალები

ურეკში გარდაცვლილი ბავშვის მშობლები ადასტურებენ, რომ 13 წლის მოზარდი პედაგოგის აკრძალვას არ დაემორჩილა და მეგობრებთან ერთად დილით ადრე ზღვაზე გაიპარა. წყალში 3 მოზარდი შევიდა, თუმცა მაშველებმა მათგან მხოლოდ ორის გადარჩენა შეძლეს. სამივე მოზარდი ანსამბლს „ლაშქრულის“ წევრია.  ანსამბლი კახეთიდან გასტროლებზე იმყოფებოდა. „ლაშქრულის“ წევრები ურეკში გამთენიისას ჩამოვიდა და მოზარდები სხვადასხვა ნომრებში გადანაწილდნენ. „ყველა ბავშვმა იცოდა, რომ ხელმძღვანელის […]