ურეკში ზღვაში 12 წლის გოგონა და ახალგაზრდა ქალი დაიხრჩვნენ

ურეკში ზღვაში 12 წლის გოგონა და ახალგაზრდა ქალი დაიხრჩვნენურეკში, კაპროვანის დასახლებაში, შავ ზღვაში 2 ადამიანი დაიხრჩო.

თვითმხილველების ცნობით, ერთი მათგანი 12 წლის ბავშვია, მეორე კი – ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

სამაშველო სამსახურის დახმარება სჭირდებოდა კიდევ ერთ მოზარდს, რომელიც წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს.

შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. როგორც თვითმხილველმა “კურიერს” განუცხადა, ორივე გარდაცვლილი ადგილობრივია.

თვითმხილველების ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შემთხვევის ადგილზე მისვლა დააგვიანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.