ჭდე: კახეთი

შსს – კახეთის მიმართულებით და თელავში გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყება ასევე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ მასშტაბურ აქციას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შსს დაიცავს შეკრებილი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას. როგორც შსს-ში განმარტავენ, მთელი დღის განმავლობაში პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით მობილიზებული იქნებიან საპოლიციო ძალები. „შინაგან საქმეთა […]

კახეთში კაცმა საკუთარი სახლი დაწვა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მცხოვრებმა კაცმა საკუთარი სახლი იმ დროს დაწვა, როცა ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. როგორც მეზობლები აცხადებენ, კაცს შვილთან კონფლიქტი ხშირად ჰქონდა და შესაძლოა სახლის დაწვის მიზეზი სწორედ ეს დაპირისპირება გამხდარიყო. შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, თუმცა ორსართულიანი სახლი თითქმის მთლიანად დაიწვა. გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას, […]

მევენახეების შემოსავალი კახეთში ბოლო ათწლეულების მაქსიმუმზეა

ბოლო მონაცემებით, კახეთში მევენახეების შემოსავალმა 232 მლნ ლარს მიაღწია. ამ დროისთვის კი უკვე 167 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. წელს კახეთში არასუბსიდირებული რთველი მიმდინარეობს. ყურძნის ჩაბარების ღირებულება კი საფერავის შემთხვევაში 2 ლარი, ადგილწარმოშობის -3, ხოლო რქაწითელის ჯიშის შემთხვევში 70-80 თეთრია. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ამ დროისთვის ყურძნის უდიდესი ნაწილი უკვე გადამუშავებულია და რთველი 2018 კახეთში […]

თელავში ღვარცოფია, ახმეტაში სოფლები დაისეტყვა – სტიქია კახეთში

სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ ქისტაურში. ნახევარსაათიანმა სტიქიამ ვენახები, სიმინდი, ხეხილის ბაღები და საკარმიდამო ნათესები გაანადგურა. სტიქიის ზონაში იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი. როგორც იოსებ ქარუმაშვილმა „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სოფელ ახშანის გზაზე, სადაც ხეებია წაქცეული და შებამისი ტექნიკა მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს. „ძლიერი სეტყვა იყო, ახლაც წვიმს. რამდენიმე სოფელი დაისეტყვა, […]

კახეთში შვილიშვილმა პაპა დაჭრა და ბებია ცემა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს, მის მეუღლეს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. დანაშაულში ბრალდებული მათი შვილიშვილია. მეზობლების თქმით, შემთხვევას შელაპარაკება უძღოდა. გულმკერდის არეში დაჭრილი მამაკაცი და ქალი თავის არეში მიყენებული დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას […]

კახეთში დაიტბორა სახლები და ეზოები, განადგურდა ნათესები და დაიხოცა შინაური ფრინველი

დატბორილი სახლები და ეზოები, განადგურებული ნათესები და დახოცილი შინაური ფრინველი – კახეთში ძლიერი წვიმისგან მიყენებულ ზარალთან გამკლავებას ცდილობენ. ძლიერმა სტიქიამ ლაგოდეხის რაიონში რამდენიმე სოფელი დააზარალა. უხვი ნალექის გამო, ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველ სართულებზე წყალი შევარდა. დაიტბორა ადგილობრივების სარდაფები და ეზოები. მოსახლეობას დაუზიანდა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები. მძიმე მდგომარეობაა სოფელ ჰერეთისკარში, სადაც ადგილობრივების თქმით, გასაწმენდია სანიაღვრე […]

კახეთში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების გამო, 3 მფრინავი, 1 მესაზღვრე და 1 პოლიციელი დაშავდნენ

კახეთში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა. შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვერტმფრენში მყოფი პოლიციის თანამშრომლები გეგმიურ როტაციაზე მიდიოდნენ: “შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა – ბორტის ნომერი GBP– 10020, კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ “ანდარაზართან“ ავარიული დაშვება განახორციელა. “სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც […]

კახეთში სასაზღვრო ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა – არიან დაშავებულები

არაოფიციალური ინფორმაციით, კახეთში სასაზღვრო ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადილიდან იუწყება, არიან დაშავებულები. როგორც სააგენტოს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს, ამ დროისთვის კლინიკაში ერთი პაციენტია შეყვანილი, რომელსაც გამოკვლევები უტარდება. მათივე განმარტებით, რამდენიმე დაშავებულის შეყვანას კლინიკაში უახლოეს წუთებში ელოდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კახეთში ერთმანეთს ფერმერები დაუპირისპირდნენ

კახეთში, სოფელ ხორნაბუჯში ერთმანეთს ფერმერები დაუპირისპირდნენ. მიზეზი 60 ჰექტარზე დათესილი ქერი და ხორბალია. მიწის მეიჯარე მარცვლეულის სრულად დაუფლებას შეეცადა, რისი საშუალებაც მას არ მისცეს და ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ფერმერების მტკიცებით, ზურა წიკლაურს იჯარა კანონდარღვევით ჰქონდა და მას მხოლოდ თანხის ნაწილი, 60 ათასი ლარი გადაუხადეს. გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსავალს თანაბრად გაინაწილებდნენ. პარალელურად, მხარეებს შორის […]

სეტყვა კახეთში – 2 სოფელი დაზარალდა

კახეთში სეტყვამ, რომელიც დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, თელავის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დააზარალა. ადგილობრივების ინფორმაციით, განადგურებულია ვენახებისა და ხეხილის ბაღების ნაწილი. თელავის მერია ზარალს ითვლის. ნიუპოსტი

akhalitaoba.ge © 2017-2018