ჭდე: ფოთი

“შეხედეთ, რამდენი ხალხი ჰყავთ ნაყიდი 30 ლარად. ინდაური ღირს 45 ლარი და ხალხის ხმა 30 ლარი?!”

ფოთში, მე-17 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეებს რიგში დგომა მოუხდათ, ამომრჩეველთა ნაწილს ეუბნებოდნენ, რომ მათ ხელზე მარკირების სითხე დაუფიქსირდათ, რის გამოც ხმას ვერ მისცემდნენ. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ არჩევანის გასაკეთებლად პირველად მივიდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ მარკირების აპარატი მწყობრიდან იყო გამოსული. ოპოზიციის განცხადებით, მმართველი პარტია ცდილობს მათ მხარდამჭერებს, ხმის მიცემაში ხელი შეუშალოს. „იციან თავიანთი […]

ფოთში აფეთქებისას დაშავებული კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ფოთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული კაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ადასტურებენ. “კაცი ფოთის კლინიკიდან კატასტროფის სამსახურმა გადმოიყვანა, დიაგნოზით დაუზუსტებელი ფეთქებადი ნივთიერების მიერ მიყენებული სხეულის მრავლობითი დაზიანება, ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, თავის ტვინის შეშუპება, ტრავმული სისხლჩაქცევა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსი. ავადმყოფს ჩაუტარდა ტრეპანაცია, პლევრის ღრუს დრენირება, წინამხრის […]

აფეთქება ფოთში – 1 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა – ვიდეო

“კურიერმა” მოიპოვა ის კადრები, რომლებიც დღეს დილით ფოთში მომხდარ აფეთქებას ასახავს. როგორც ვიდეოკადრებში ჩანს, აფეთქებისას შემთხვვის ადგილზე რამდენიმე ახალგაზრდა იმყოფებოდა. სავარაუდოდ, აფეთქდა ხელყუმბარა, თუმცა ვინ,  რა ვითარებაში და რატომ მოიყვნა ის საბრძოლო მოქმედებაში, უცნობია. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ აფეთქებამდე ახალგაზრდებმა ახლოს მდებარე მარკეტში ალკოჰოლური სასმელები შეიძინეს. ოდნავ მოგვიანებით კი აფეთქების ხმა გაისმა. ადგილობრივებს არ აქვთ ინფორმაცია, […]

ფოთში ზღვამ რუსი ტურისტის ცხედარი გამორიყა

ფოთში, მშვიდობის ქუჩის ბოლოში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. არსებული ინფორმაციით, იგი რუსი ტურისტია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მალთაყვის ზღვაზე დაიხრჩო. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. 9 აგვისტოს ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში მაშველების გაფრთხილების მიუხედავად საბანაოდ მაინც შევიდა და დაიხრჩო. მასთან ერთად მყოფი ახალგაზრდა ქალი კი ზღვიდან მაშველებმა გამოიყვანეს. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე […]

ფოთი დაიტბორა

ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შეაღწია. ათობით ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი გაუნადგურდა. განსაკუთრებით მძიმე მდომარეობაა დანელიას ქუჩაზე. ადგილობრივების ინფორმაციით, ყოველი წვიმის დროს ვითარე ბა უცვლელია – სატუმბი სადგურები, რომელთა მოწესრიგებაშიც ათასობით ლარი დაიხარჯა, გაუმართავად მუშაობს. მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ […]

უბედური შემთხვევა ფოთში  – ზღვაში ორი დამსვენებელი დაიხრჩო

ფოთში, ზღვაში ორი ადამიანი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა მალთაყვაში მოხდა. ისინი მაშველების გაფრთხილებას, რომ საშტორმო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, არ დაემორჩილნენ და ზღვაში საბანაოდ მაინც შევიდნენ და ტალღებმა გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, 58 წლის  ქალი და 51 წლის მამაკაცი ფოთში დასასვენებლად იმყოფებოდნენ. ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი ერთი ოჯახის წევრნი არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება […]

გრიგოლ ვაშაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები ფოთის მოსახლეობას შეხვდნენ

გაერთიანებული ოპოზიციის – ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები სამეგრელოს რეგიონში შეხვედრებს განაგრძობენ. ისინი ამჯერად ქალაქ ფოთის მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივების თქმით, ძირითადი პრობლემა სოციალური სიდუხჭირე და ხელისუფლების მხრიდან სრული უყურადღებობაა. გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიის სახელმწიფო ხალხისათვის ლიდერის ნიკა მაჭუტაძის თქმით, საქართველოს მოსახლეობის მთავარი მიზანია, რომ ქართული სახელმწიფო დაუბრუნდეს ქართველ ხალხს და […]

პოლიციელს, რომელმაც ფოთში ნაზიმ გუზანოვი მოკლა, მოსამართლე ნატრული აკობიამ პატიმრობა შეუფარდა

ფოთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულის სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ბრალდებულის უფლებადამცველმა შუამდგომლობა პოლიციელის გირაოს სანაცვლოდ გამოშვების შესახებ დააყენა, თუმცა მოსამართლე ნატრული აკობიამ არ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარის სამეგრელო -ზემო სვანეთის პროკურორის, დავით პაპავას განმარტებით, საქმეში არსებული რამდენიმე მოწმე და ამოღებული ნივთმტკიცება იძლევა იმის საფუძველს, […]

პოლიციელი, რომელმაც ფოთში ნაზიმ გუზანოვი მოკლა, დააკავეს

პოლიციელი, რომელმაც დღეს დილით ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს, ნაზიმ გუზანოვს, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა დაკავებულია – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. „2018 წლის 23 ივლისს, დაახლოებით ღამის 4 საათზე, ქალაქ ფოთში დადიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიასთან მდებარე თანხის ჩასარიცხი აპარატის ქურდობის ფაქტზე, დაკავებისას ფოთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელმა, ტაბელური პისტოლეტიდან გასროლით თავის […]

სროლა ფოთში – მამაკაცი, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ქურდავდა, პოლიციელმა მოკლა

ფოთში მამაკაცს, რომელიც თიბისი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ქურდავდა, სამართალდამცველმა ესროლა. ​თავის არეში დაჭრილი მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქურდობის ფაქტს სამართალდამცველი შეესწრო. დაკავებისას პოლიციის თანამშრომელს დამნაშავემ, წინააღმდეგობა გაუწია. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს. რაც შეეხება სამართალდამცველის მხრიდან სროლის ფაქტს, შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება […]

akhalitaoba.ge © 2017-2018