ფოთში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ფოთში მამაკაცის ცხედარი იპოვესფოთში, კუნძულის უბანში, ზღვის სანაპირო ზოლზე ცხედარი იპოვეს. 73 წლის მამაკაცი სავარაუდოდ ტერიტორიას ასუფთავებდა და გულის შეტევით გარდაიცვალა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იმყოფება.

მამაკაცის ცხედარი იდენტიფიცირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რუსთავი 2