ნიკა გვარამიამ დიმა ობოლაძეს დასცინა _ ატილიო ლომბარდოც გადავიდა იუვენტუსიდან კრისტალ პალასში

ნიკა გვარამიამ დიმა ობოლაძეს დასცინა _ ატილიო ლომბარდოც გადავიდა იუვენტუსიდან კრისტალ პალასშიდიმა ობოლაძემ 21 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ რუსთავი 2 დატოვა და სამუშაოდ იმედზე გადავიდა. როგორც დიმა ობოლაძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, ის უკვე თანამშრომლებსაც დაემშვიდობა.

_ რატომ მიიღეთ იმედზე გადასვლის გადაწყვეტილება?

– თვეების მანძილზე მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ აქამდე არ დავთანხმდი. უკეთესი პირობები შემომთავაზეს და დავთანხმდი. სტრესში ვარ, ცოტას ვნერვიულობ. ვადასტურებ, რომ გადავედი იმედზე, მაგრამ არაფერი არ მომხდარა, ეს არის ჩვეულებრივი ტრანსფერი ერთი გუნდიდან მეორეში.

დაახლოებით იგივე თქვა რუსთავი 2–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელმაც ფეისბუქზე ასეთი დამცინავი პოსტი დადო:

_ ჰო, რა იყო მერე, ატილიო ლომბარდოც გადავიდა 1997–ში იუვენტუსიდან კრისტალ პალასში.