ჟურნალ “სარკეს” მოზარდი ამაღელვებელ ისტორიას უყვება:
– მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც სიცოცხლე შემინარჩუნეს, განსაკუთრებით კი ბიძაჩემს, რომელმაც ჩემი ავადმყოფობის გამო სახლი გაყიდა. მძიმე დღეებში 15 წლის გოგოს გადასარჩენად გაერთიანდნენ და სიკვდილის კლანჭებიდან დამიხსნეს.
2 წლის წინ მძიმე სენი დამიდგინეს. მკურნალობისთვის დიდი თანხები იყო საჭირო. სწორედ მაშინ მივხვდით, რომ უამრავ ადამიანს ვყვარებივართ და დედამიწაზე უამრავი კეთილი ადამიანი ყოფილა.
სანამ ეს დამემართებოდა, მანამდე მეგონა, რომ ბიძაჩემი ცივი კაცი იყო. მას ემოციის გამოხატვის უნარი არ აქვს, ვერ მოგეფერება და ასე ამიტომაც ვფიქრობდი. ჩემი ავადმყოფობა რომ გაიგო, გადარეული დარბოდა. ადამიანს აღარ ჰგავდა. დედა და მამა აქეთ ამშვიდებდნენ, ეუბნებოდნენ, ყველაფერი კარგად იქნებაო. ბოლოს კი სახლიც გაყიდა, რომ მე წამალი და ექიმი არ მომკლებოდა.
მის ამაგს ვერასოდეს გადავიხდი. ძალიან მიყვარს და ჩემი მეორე მამა გახდა. ყველას დიდი მადლობა სიკეთისთვის. ღმერთი შეგეწიოთ!
ჟურნალი “სარკე”