ინგრედიენტები, ცომი: 0, 500 გრ რძე, 1 სუფ.კოვზი საფუარი, 2 კვერცხი, 2 სუფ.კოვზი შაქარი, 2 ს.კ ზეთი, 50 გრ. კარაქი, ფქვილი დაახლოებით 4 ან 4.5 ჭიქა. კრემი მოხარშული: 1 ლიტრი რძე, 3 კვერცხი, 2 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა ფქვილი, ვანილი, 100 გრ. კარაქი.
მომზადების წესი: თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, დავამატოთ წინასწარ გათქვეფილი კვერცხი, დავამატოთ შაქარი, ოდნავ მარილი, ზეთი, გამდნარი კარაქი და ფქვილი დავამატოთ ნელ ნელა.
ცომი უნდა იყოს ისეთი სისქის, რომ კოვზით აიღებოდეს. ცომი ცოტა ხნით გავაჩეროთ სითბოში. ცომი რომ ამოვა, ამოვიღოთ კოვზით და ბევრ ფქვილში ხელით გავაპრტყელოთ, ცომს დავადოთ წინასწარ მომზადებული კრემი და შევკრათ ისე რომ შეკვრის ადგილი სქელი არ გამოვიდეს.
დავამრგვალოთ და ჩავაგდოთ დაბალ ცეცხლზე გაცხელებულ ზეთში, თუ ცომი ძალიან თხელი, ზეთში გაიხსნება და კრემი გამოვა. სქელიც არ უნდა იყოს ცომი. როგორც კი გაოქრისფერდება ყველა მხრიდან ამოვიღოთ, მოვაყაროთ ვანილიანი შაქრის პუდრი. ეს „პონჩიკი“ გამოდის ძალიან ჰაეროვანი, ბამბის ნაყინივით დნება, ცივიც კი უგემრიელესია.