დღეიდან ციანიდის საქმეზე საპატრიარქო შეფასებებს აღარ გააკეთებს

დღეიდან ციანიდის საქმეზე  საპატრიარქო  შეფასებებს აღარ გააკეთებსციანიდის საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქოს ოფიციალური პირები შეფასებებს და კომენტარებს აღარ გააკეთებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გაუცხადა.
– პატრიარქის ადმინისტრაციაში შევთანხმდით, რომ დღეიდან ციანიდის საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქოს ოფიციალური პირები შეფასებებს, კომენტარებს და მითუმეტეს ბრიფინგებს აღარ გავაკეთებთ. მოთმინებით დაველოდებით და თვალს მივადევნებთ სასამართლო სხდომებს, – განაცხადა პატრიარქის მდივანმა.