გურანდა გაბუნია – ”მოკვდებიან ყველანი, ვინც ბიძინას ფულზე იჯდა… არაადამიანები, უნამუსოები, არამზადები!”

გურანდა გაბუნია - ”მოკვდებიან ყველანი, ვინც ბიძინას ფულზე იჯდა... არაადამიანები, უნამუსოები, არამზადები!”სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ინსულტი გადაიტანა.

ნიუპოსტი ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპრემიერის ოჯახის ახლობელს თემურ ჭკუასელს ესაუბრა.

დეპუტატის თქმით, საქართველოში დილით ჩამოვიდა და გავრცელებული ინფორმაცია ჟურნალისტისგან შეიტყო.

– ინფორმაცია არ მაქვს, უცხოეთიდან დილით ჩამოვფრინდი, ჯერ საერთოდ აზრზეც არ ვარ მოსული ასე რომ ვერაფერს გეტყვით, – აღნიშნა ჭკუასელმა.

ნიუპოსტი ივანიშვილებთან დაახლოებულ კიდევ ერთ ადამიანს ესაუბრა. მსახიობი გურანდა გაბუნია ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში მას აუცილებლად დაურეკავდნენ.

– იქ იმდენი ხალხია, ჩემი ახლობლები, ვინც მასთან მუშაობს, ესეთი რამ რომ ყოფილიყო დამირეკავდნენ და მეტყოდნენ. იციან, რომ თუ რამეა, მე ტანკისტივით ვდგები. მაგრამ ხალხს ხომ ცუდი უფრო უყვარს, ვიდრე კარგი, ამიტომ გაუხარდათ – ბიძინა იქნებ მოკვდეს და გაჭირვებულმა საქართველომ ამოისუნთქოს, მოკვდებიან ყველანი, ვინც მაგის ფულზე იჯდა… არაადამიანები, უნამუსოები, არამზადები! არავინ არაფერი იცის, – თქვა ნიუპოსტთან მსახიობმა.