ვერკა ჯაჯანიძე: “ჩემს ქმარს, ირაკლი შალიკაშვილს, ურჩევნია, სადად გამოვიყურებოდე”

ვერკა ჯაჯანიძე: "ჩემს ქმარს, ირაკლი შალიკაშვილს, ურჩევნია, სადად გამოვიყურებოდე"მოცეკვავე ვერკა ჯაჯანიძე ჟურნალ “სარკეს” თავის მოვლის ხრიკებს უმხელს:
– გამიმართლა იმაში, რომ ცუდი სხეული არ მაქვს, ტანის დასაყენებლად სპეციალური ვარჯიშები არ მჭირდება. კუნთი, პრესი ბავშვობიდან განმივითარდა.
– კვების რეჟიმს, რაციონს აქცევთ ყურადღებას?
– კვებას ვაკონტროლებ. სიმსუქნისკენ მაქვს მიდრეკილება, ამიტომ გვიან არ უნდა ვჭამო. ჩემი პრობლემა ეს არის, ადვილად ვიმატებ და ადვილად ვხდები.
– ყველაზე ბევრი რამდენი კილო მოგიმატიათ?
– ერთ შემთხვევას გავიხსენებ. სტუდენტი ვიყავი, მეწყვილესთან ერთად გამოვდიოდი შეჯიბრებებზე, როცა ლექტორმა მითხრა, ისეთი მსუქანი ხარ, შენს ადგილზე არ ვიცეკვებდიო. მაშინ 7 კილო მქონდა მომატებული და ეს იყო 2010-2011 წლებში. ისე შემრცხვა, დიეტა დავიწყე, მხოლოდ კიტრს ვჭამდი. ახლა უკვე ჩემი დიეტა მაქვს, ვიცი, რომ ცომეული, ცხიმიანი არ უნდა ვჭამო, უფრო მოხარშულ საკვებს ვიღებ.
ვერკა ჯაჯანიძე: "ჩემს ქმარს, ირაკლი შალიკაშვილს, ურჩევნია, სადად გამოვიყურებოდე"– 9 თვის წინ იმშობიარეთ და უკვე სცენაზე დგახართ. ასე უცებ როგორ ჩადექით ფორმაში?
– ფორმაში მართლაც უცებ ჩავდექი და ამისთვის ბევრი არ მიწვალია. ალბათ იმიტომაც, რომ ცეკვა მალე დავიწყე, თანაც ორსულობის 9 თვემდე სტუდიაში ბავშვებს ვასწავლიდი.
რატომღაც ყველას ეგონა, რომ ორსულობისას ბევრს მოვიმატებდი, მაგრამ მხოლოდ 7 კილო მქონდა ზედმეტი. ბავშვის გაჩენიდან 3 თვეში უკვე სცენაზე ვიდექი და თან საკმაოდ გამხდარი. მეუბნებიან, რომ ახლა უკეთესი ტანი მაქვს, ვიდრე ბავშვის გაჩენამდე მქონდა.
– ფეხბურთელ ქმარს, ირაკლი შალიკაშვილს, როგორ ფორმაში მოსწონხართ?
– ურჩევნია, სადად გამოვიყურებოდე. თვლის, რომ გაპრანჭვა მხოლოდ ქუსლიან ფეხსაცმელზე შედგომას არ ნიშნავს. რა თქმა უნდა, მეც ისე ვიქცევი, როგორც ჩემს საყვარელ ადამიანს მოსწონს.
– როგორ უვლით სახის კანს?
– საღამოს, სახის გაწმენდის და დაბანის შემდეგ, უბრალოდ მკვებავს ვისვამ. არანაირი ქირურგიული ჩარევისთვის არ მიმიმართავს.
ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”