ერეკლე კოდუა კატიკა დიდასთან ერთად ხურგადაში ისვენებს

ერეკლე კოდუა კატიკა დიდასთან ერთად ხურგადაში ისვენებსსოდ-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა ნანუკა ჟორჟოლიანთან დაშორების შემდეგ სლავური წარმოშობის ლამაზმანთან კატიკა დიდასთან ერთად ცხოვრობს. წყვილი ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში გართობის ფოტოებს. როგორც ირკვევა, კატიკას კოდუას შვილებთან კარგი ურთიერთობა აქვს. მათთან ერთად ხშირად ისვენებს ერეკლე კოდუას შვილი პირველი ქორწინებიდან, ნოდარ კოდუა.
ამჯერად ზაფხულის ცხელ დღეებს ერეკლე კოდუა და კატიკა დიდა ეგვიპტეში, ხურგადაში ატარებენ. ფოტოს წყვილი “ფეისბუქზე” აქვეყნებს.

ambebi.ge