„მილიონიანი ნამცხვარი”

ინგრედიენტები:
ფქვილი – 240 გ
კარაქი – 120 გ
შაქარი – 60 გ
კაკაო – 1 ს/კ
გამაფხვიერებელი – 2 ჩ/კ
მოხარშული შესქელებული რძე – 1 ქილა
შოკოლადის მინანქრისთვის:
კარაქი – 30 გ
შავი შოკოლადი – 150 გ
მომზადების წესი:

დარბილებული კარაქი და შაქარი ათქვიფეთ მსუბუქი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო, აურიეთ. გადაიტანეთ მასა ცხიმწასმულ ფორმაში, დაჩხვილეტეთ მთელი ზედაპირი ჩანგლით და შედგით საყინულეში 10-15 წუთით.

შემდეგ გამოიღეთ საყინულედან და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, აცხვეთ 20 წუთი. ოდნავ უნდა შეყავისფრდეს, არ გადააჭარბოთ ცხობისას.

გამოიღეთ ღუმელიდან ბისკვიტი. გაანაწილეთ მასზე მოხარშული შედედებული რძე. შედგით 1 საათით მაცივარში.

შოკოლადის მინანქრისთვის:

გაადნეთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე. დაუმატეთ კარაქი, აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და მოასხით ზემოდან ნამცხვარს. მოასწორეთ მინანქარი და შედგით მაცივარში.
როცა შოკოლადი გამაგრდება, შეგიძლიათ დაჭრათ და მიირთვათ.

  •  

დატოვეთ თქვენი კომენტარი