მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილ დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძე სააპელაციომაც გაამართლა

მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილ დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძე სააპელაციომაც გაამართლასააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ის უდანაშაულოდ ცნო.

მკვლელობის საქმეში გამართლებულის, ასლან ბეჟანიძის საქალაქო სასამართლოს განაჩენი მთავარმა პროკურატურამ მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა, თუმცა საქმე კვლავ წააგო.

ბრალდებულის ოჯახის წევრები განაჩენს ოვაციებით შეხვდნენ. დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ საქმეში ცრუ მოწმეები და მტკიცებულებები იყო. განსხვავებულია ბრალდების პოზიცია, პროკურატურა წერილობით განაჩენის მიღების შემდეგ აპირებს რომ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს გადაწყვეტილება.

დავით ოთხმეზური თბილისში, პეკინის გამზირისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთასთან 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს. ასლან ბეჟანიძე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს.  მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ  პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

იმედინიუსი