ძმები, ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილები, ერთმანეთს ფილადელფიაში შეხვდნენ

ძმები, ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილები, ერთმანეთს ფილადელფიაში შეხვდნენსაქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ფილადელფიაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
“ძმები კვლავ შეხვდნენ”, – წერს სანდრა რულოვსი ფოტოების აღწერაში.
მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის უმცროსი ვაჟი, ნიკოლოზ სააკაშვილი სკოლის მოსწავლეა და საქართელოში ცხოვრობს, უფროსი ვაჟი ედუარდი კი ამერიკაში ცხოვრობს და ჟურნალისტის კარიერისთვის ემზადება.
ედუარდმა წელს სუორტმორის კოლეჯი წარმატებთ დაამთავრა. ედუარდ სააკაშვილმა ბაკალავრის დიპლომი ერთდროულად კინო-მედია კომუნიკაციებისა და ფიზიკის მეცნიერებაში აიღო.

ამბები.გე