გიო ხუციშვილს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს – “ვიცი, ღმერთი ჩემ გვერდით არის”

გიო ხუციშვილს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს - "ვიცი, ღმერთი ჩემ გვერდით არის"მომღერალ გიო ხუციშვილის ცხოვრებაში მძიმე პერიოდი დგას. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ხშირად უწევს მკურნალობის კურსის ისრაელის კლინიკაში ჩატარება. როგორ ებრძვის დაავადებას მომღერალი, ამის შესახებ ჟურნალ “თბილისელებს” ესაუბრა:

– არასდროს არაფერი მაწუხებდა, ფეხი ამტკივდა და მეგობარ ექიმთან, აჩიკო სიხარულისძესთან მივედი. მითხრა, არ
მომწონს ეს შენი ფეხის ტკივილი და ჩავიტაროთ დამატებითი გამოკვლევებიო. მე არაფერი მითხრეს, მაიკოს და ჩემს მეგობრებს გაუმხილეს ჩემი ავადმყოფობის შესახებ. კვლევამ აჩვენა ყველაზე ცუდი დიაგნოზი, რაც შეიძლება არსებობდეს. შემდეგ წავედით თურქეთში და იმ დღიდან ომში ვარ, – ამბობს მომღერალი ინტერვიუში.

გიო ხუციშვილის თქმით, თავდაპირველად დაავადების შესახებ როცა გაიგო ეს დიდი დარტყმა იყო. თუმცა ამის მიუხედავად აქტიურად ატარებდა კონცერტებს სხვადასხვა ქალაქებში.

– არ ვიცი ეს დაავადება სასჯელია თუ გამოცდა ჩემთვის. მთავარია ვიცი ღმერთი ჩემს გვერდით არის და მარტო არ ვარ. პირველად როცა მარტო დავრჩი თურქეთში პალატაში, სიმარტოვეში მივხვდი, რომ მარტო არ ვარ და ვთქვი, ღმერთო გადამარჩინე-მეთქი. უკვე ოთხჯერ ვიყავი ისრაელში, ექვს კვირაში ერთხელ უნდა ვიარო. ზუსტად ვიცი, წინ ბევრი ბედნიერი წამი და წუთი მელის.