გურამ ბაბლიშვილი ანფისა ჩეხოვას გაეყარა – მიზეზი რუსი მსახიობის რომანები გახდა

გურამ ბაბლიშვილი ანფისა ჩეხოვას გაეყარა - მიზეზი რუსი მსახიობის რომანები გახდაქართველი მსახიობი გურამ ბაბლიშვილი რუს მსახიობ ანფისა ჩეხოვას ოფიციალურად გაეყარა.

ხმები მათი გაყრის შესახებ ჯერ კიდევ ზაფხულიდან ვრცელდებოდა. მედიაში იწერებოდა, რომ ანფისა ჩეხოვამ დახმარებისთვის მიმართა ეკატერინა გორდონის სააგენტოს, რომელიც გაყრებზე მუშაობს.

რამდენიმე დღის წინ გორდონმა დაადასტურა, რომ გაყრა ნამდვილად მოხდა და ყველაფერი სკანდალების გარეშე მოგვარდა.

– ანფისა და გურამი ოფიციალურად გაიყარნენ. მათ არ სურდათ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი, მათ სჭირდებოდათ დრო დეტალებზე მოსალაპარაკებლად. გაყრის პროცედურაზე ორივე მშვიდად იქცეოდა, ხელი მოაწერეს ყველა საჭირო დოკუმენტს და მშვიდად დაშორდნენ ერთმანეთს. ბაბლიშვილმა მეუღლეს დაუტოვა ერთობლივად დაგროვებული მთელი ქონება – ბინა და მანქანა. შვილს, სოლომონს, ყოფილი მეუღლეები ნახავენ დაუბრკოლებლად, სურვილის მიხედვით, – განაცხადა ეკატერინა გორდონმა.

მისივე თქმით, ანფისა სიხარულით უშვებს სოლიკოს მამასთან. ამ ზაფხულს მამა-შვილი ერთი თვე ისვენებდა საქართველოში.

– გურამი საქართველოში აპირებს დაბრუნებას, თუმცა შვილს, ცხადია, არ დაივიწყებს, – დაამატა გორდონმა.

რუსულ მედიაში ამბობენ, რომ გაყრის ერთ-ერთი მიზეზი ანფისა ჩეხოვას მრავალრიცხოვანი რომანები იყო.

გურამ ბაბლიშვილმა და ანფისა ჩეხოვამ ერთმანეთი 2009 წელს გაიცნეს. 2012 წელს მათ შვილი, სოლომონი, გაუჩნდათ, 2015 წელს კი წყვილი დაქორწინდა.