პიკე და შაკირა ნიღბებში გამოჩნდნენ

პიკე და შაკირა ნიღბებში გამოჩნდნენორი საათის წინ ბარსელონას ცენტრალურმა მცველმა ჟერარ პიკემ ფეისბუქზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზედაც შაკირასთან ერთად არის გადაღებული.

ორივეს ნიღბები უკეთია და პიკეს ტექსტიც შესაბამისია: Mask shopping! Shakira.

ტექსტიდან არ ჩანს, როდისაა ეს ფოტო გადაღებული. ამიტომ გაურკვეველია, ვარსკვლავური წყვილი შერიგდა თუ ისევ ცალ-ცალკე ცხოვრობს და ეს ფოტო პიკეს მხრიდან ნოსტალგიურ ხასიათს ატარებს.

შეგახსენებთ, რომ პიკეს და შაკირას დაშორების შესახებ ცოტა ხნის წინ მთელი მსოფლიო მედია წერდა.