არჩილ ტატუნაშვილის მამა გახარიას შეხვდება

არჩილ ტატუნაშვილის მამა გახარიას შეხვდებაარჩილ ტატუნაშვილის მამა შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა განუცხადეს.
გარდაცვლილის მამასთან რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველები მივიდნენ და მას სთხოვეს ჩამჯდარიყო მისთვის განკუთავნილ ავტომობილში, რათა პირადად შეხვედროდა შინაგან საქმეთა მინისტრს. ადგილზე კვლავ იმყოფება დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, თუმცა, მას მედიასთან დამატებითი კომენტარი შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.
აქციის მონაწილეები კვლავინდებურად რჩებიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ცენტრალურ მაგისტრალზე და აცხადებენ, სანამ კონკრეტული გეგმა არ გახდება ცნობილი, თუ როგორ იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება გარდაცვლილის ცხედრის გადმოსაცემად, ისინი გზის სავალ ნაწილს არ გაათავისუფლებენ და პერმანენტულ აქციებს გამართავენ, მათ შორის დედაქალაქში.