განხეთქილება “ოცნებაში” – “მწიფდება პოლიტიკური კრიზისი და რამდენიმე ჩვენი თანაპარტიელი ამას ხელს უწყობს”

განხეთქილება "ოცნებაში" - "მწიფდება პოლიტიკური კრიზისი და რამდენიმე ჩვენი თანაპარტიელი ამას ხელს უწყობს"პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელიამ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ “მარტვილში პოლიტიკური კრიზისიმ წიფდება”. მეტიც, დანელიას მტკიცებით, ამ პროცესების ესკალაციას „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი ხელს უწყობს.

”მწიფდება პოლიტიკური კრიზისი, პირდაპირ შემიძლია ვთქვა და ბატონო ირაკლი, მინდა თქვენ მოგმართოთ თხოვნით, როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, რომ ჩაერიოთ სიტუაციის გარკვევაში. ვინაიდან, ფაქტია, რომ არაჯანსაღი სიტუაციაა და მე მაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ჩვენი თანაპარტიელი ხელს უწყობს ამ პრობლემის ერთგვარად ესკალაციას“, – მიმართა ოთარ დანელიამ ირაკლი კობახიძეს.

ნიუპოსტი