გოგი სალაყაია – ”დავით ბეჟუაშვილი ჩვენთვის ”ბადაგონის” წართმევას ცდილობს”

გოგი სალაყაია - ”დავით ბეჟუაშვილი ჩვენთვის ”ბადაგონის” წართმევას ცდილობს”“ბადაგონის” ხელმძღვანელობა კომპანიაში ფინანსური პოლიციის შესვლას ყოფილი პარლამენტარის დავით ბეჟუაშვილის ინტერესებს უკავშირებს და ამბობს, რომ ბეჟუაშვილის მათი ჩაძირვა სურს. ამის შესახებ 1tv წერს.

– დღეს როცა კომპანია გახდა ლიდერი, ამას გეუბნებით დადასტურებული ციფრებით, – ქართული ღვინის ექსპორტში 250 კომპანიას შორის ვართ უპირობო ადგილზე, როცა კომპანია გახდა საინტერესო, მათ უკვე დაიწყეს მეთოდებით ბრძლოლა, რომელიც იციან და მაგათი ტვინი მეტს ვერ ფლობს.

მინდა დავასახელო ადამიანები, ვის ინტერესშიც შედის ეს ყველაფერი. მინდა ხაზი გავუსვა, აღნიშნული ქმედება არის ერთადერთი მიზნის გამო, რომ გარკვეულმა პიროვნებებმა კომპანია ჩაიგდონ ხელში. ეს პიროვნება არის  დავით ბეჟუაშვილი, რომელიც  დღესაც ეგრეთწოდებულ პარლამენტარად, თუ ბიზნესმენად ითვლება.

ეს არის ის პიროვნება, რომელმაც 2016 წლიდან დაიწყო ქმედებები “ბადაგონის” ხელში ჩასაგდებად. 2012 წელსაც გვქონდა შემოტევა არჩევნების წინა პერიოდში, როცა ჩვენთან შემოვიდა საგადასახადო ინსპექცია იყო პირდაპირი მითითება, რომ დაგვეთმო წილები. მთელ ამ პროცესს ხელმძღვანელობდა დავით ბეჟუაშვილი და სავარაუდოდ კახა დამენია. მაშინ გადაგვარჩინა პოლიტიკურმა მოვლენებმა, რომელიც მოხდა, – თქვა “ბადაგონის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გოგი სალაყაიამ.

შპს „ბადაგონის” მიერ წილების მითვისების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

იმედინიუსი