დოდო გუგეშაშვილს პალატაში გადაყვანამდე არ დაკითხავენ – მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა

დოდო გუგეშაშვილს პალატაში გადაყვანამდე არ დაკითხავენ - მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეადოდო გუგეშაშვილს მდგომარეობიდან გამოსვლამდე და პალატაში გადაყვანამდე არ დაკითხავენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გუგეშაშვილის მეგობარმა სამსონ ბრეგვაძემ ღუდუშაურის სახელობის კლინიკასთან განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელოვნური სუნთვის აპარატიდან მოხსნის მიუხედავად, დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
– ისევ მძიმედაა, თუმცა, ყველა ვარიანტში გადარჩენილია. ვიდრე პალატაში არ გადაიყვანენ, დაკითხვა არ იქნება, – განაცხადა სამსონ ბრეგვაძემ.
რაც შეეხება მომხდარის ვერსიას, ბრეგვაძის თქმით, დოდო გუგეშაშვილის მეგობრებს არავითარი ვერსია არ აქვთ.
– არანაირი ვერსია არ მაქვს მკვლელობის მოტივებზე. პირველ რიგში დოდოს ჯანმრთელობა გვაინტერესებს და მერე ყველაფერი გაირკვევა, – აღნიშნა სამსონ ბრეგვაძემ.
თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, დიღომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. მომხდარის შედეგად, დოდო გუგეშაშვილი დაიჭრა, მისი შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.

ინტერპრესნიუსი