თბილისში დავით ქმოსტელი, მეტსახელად “ძივითა”, მოკლეს

თბილისში დავით ქმოსტელი, მეტსახელად "ძივითა", მოკლესთბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, მოკლულია დავით ქმოსტელი, მეტსახელად „ძივითა“, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობდა და უბანში მეგობართან მიდიოდა. მათივე ინფორმაციით, დავით ქმოსტელი ნიღბიანმა პირმა ჩაცხრილა.
„მანქანა გაჩერებულა. ნიღაბი ჰქონია გადაცმული იმ პიროვნებას, დაუხლია ტყვია და წასულა. ეზოში მოუკლავს. არავინ იცის რატომ და რისთვის“, – განუცხადა „რუსთავი 2“-ს ლომთათიძის ქუჩის მცხოვრებმა ივანე ბაქრაძემ.

შინაგან საქმეთ სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო.