ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის პოლიციამ 1997 წელს დაბადებული ლ.გ. დააკავა

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის პოლიციამ 1997 წელს დაბადებული ლ.გ. დააკავაცოტა ხნის წინ თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე შსს-მ სპეციალური ბრიფინგი ჩაატარა. უწყების ცნობით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. დაკავებულია 1997 წელს დაბადებული პირი, რომელმაც მკვლელობა შურისძიების მოტივით ჩაიდინა და 20 წლის გოგოს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

უწყობის ცნობით, დანაშაულის გამო დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ანა ნაცვლიშვილის სავარაუდო მკვლელი მისი ყოფილი შეყვარებულია, რომელმაც მკვლელობა აღიარა.

თემქაზე ნაპოვნ ახალგაზრდა გოგოს ცივი იარაღით ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის, სავარაუდოდ, ყელის არეში აქვს მიყენებული. არაოფიციალური ინფორმაციით, გოგოს უცნობმა პირმა დაურეკა, კორპუსის ეზოში ჩასვლა სთხოვა და მოგვიანებით უკვე კორპუსის უკან პატარა სკვერში ყელგამოჭრილი  იპოვეს.