გია მაისაშვილის ოჯახი – “გიას თბილისში ჩამოყვანა ჯდება $160,000… ფული არავის ჩაურიცხოთ”

გია მაისაშვილის ოჯახი - "გიას თბილისში ჩამოყვანა ჯდება 0,000... ფული არავის ჩაურიცხოთ"გია მაისაშვილის ოჯახმა ფეისბუქით ასეთი განცხადება გაავრცელა:

“მოგესალმებით. გვინდა მოგახსენოთ რომ ყველაფრის მიუხედავათ, გია მაინც არ ნებდება და ბოლომდე იბრძვის მისი სიცოცხლისათვის. სამწუხაროდ გიას მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი თბილისში ჩამოყვანა ამჟამად ჩვენთვის ხელ მიუწვდომელია, რადგან ეს მხოლოდ შესაძლებელია სპეციალური სამედიცინო რეანიმაციული თვითფრინავით – რომელიც ჯდება $160,000.

აქედან გამომდინარე, გიას მეგობრებმა შეადგინეს პეტიცია და მიმართეს სახელმწიფოს ფინანსური დახმარებისათვის. ჩვენ, როგორც მისი ოჯახი, რა თქმა უნდა ასეთ თანხას ვერ მოვითხოვთ და არც ველით. ასევე გვინდა ხაზი გაუსვათ იმას რომ არცერთი ფეისბუკზე გავრცელებული საჯარო ფულის შეგროვების ინიციატივა არ მოდის ოჯახიდან და გირჩევთ არ ჩაურიცხოთ არავის ფული.

ასევე დიდი თხოვნა გვაქვს, ყველამ თავი შეიკავოს პოლიტიკური განცხადებებისაგან.

უღრმესი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის.”

გია მაისაშვილი საავადმყოფოში სიცოცხლისთვის იბრძვის – “ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა”

ჟოზე კოდუა – „გია მაისაშვილი კალიფორნიის შტატიდან საქართველოში გადმოიყვანეთ“

გია მაისაშვილი მამა ექვთიმემ აზიარა