25 თებერვლიდან გაზეთ ”ახალ თაობასთან” ერთად გაიყიდება ქართული დეტექტივის ერთ-ერთი შედევრი, შიო გვეტაძის ”მონანიება.”
ფასი გაზეთთან ერთად 4 ლარი.
თოვლიან ქუთაისში გვიან ღამით ბოროტმოქმედები ქურდავენ ტყეშელიაძის ბინას. მოულოდნელად იღვიძებს ბინის პატრონი, ქურდებთან ბრძოლას იწყებს და ერთ-ერთ ბანდიტს მძიმედ დაჭრის.
ბანდიტი გარბის.
იწყება გამოძიება, რომლის დროს გამოჩნდება კანონიერი ქურდი საშკა ჩერქეზი, რომელიც მთელ იმდროინდელ საბჭოთა ქურდულ სამყაროს შიშის ზარს სცემს.
გამომძიებელი ლევან მინდელი საშკა ჩერქეზს კვალში ჩაუდგება. მათი მოულოდნელი შეხვედრა ბევრ საიდუმლოს ახდის ფარდას.