თქვენ ჯემს დღემდე არასწორად აკეთებდით. ჩაინიშნეთ სწორი რეცეპტი უგემრიელესი ჯემის დასამზადებლად.
კენკრის სეზონი წლის საუკეთესო დროა! მარწყვის ნაყინის, იოგურტის დრო და, რა თქმა უნდა, კენკრის ზამთრისთვის მომზადების პერიოდი. მომზადებული ჯემი – კენკრის შენახვის მთელი ხელოვნებაა, რომ მთელი წელი მათი ბლინები, ტოსტები, კექსები და სხვადასხვა ნამცხვრები მიირთვათ. თუმცა ბევრი ჩვენგანი, გულში ბავშვები დარჩნენ, უყვართ მარწყვის ჯემის გაფუჭება კოვზით პირდაპირ ქილიდან.
ჩვენი ოჯახი მარწყვს ძველი მეთოდით ინახავდა. შედეგად გამოდიოდა მუქი ყავისფერი, ზედმეტად ტკბილი მასა, რომელშიც მარწყვი კი მთლიანი, მაგრამ ახალ ხილს ნაკლებად მოგვაგონებს. თუ მარწყვს ჩვენი ბებიების მეთოდით მოხარშავთ მიიღებთ მოხარშულ შაქარს მარწყვის სუნით. ხანგრძლივი დუღილი მარწყვს ფერს ყავისფრად უცვლის, კლავს გემოს და არომატს. შესაბამისად, ასეთი ჯემისგან არანაირი სარგებელი არაა.
—
მარწყვის ჯემი
ამ რეცეპტში იხარშება არა კენკრა, არამედ სიროფი. თბილი მომზადება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯიუტი მარწყვი შეიძლება დადუღდეს და თქვენ მიიღებთ მარწყვის შიგთავსს და არა ჯემს.
ინგრედიენტები:
2 კგ მარწყვი
1 კგ შაქარი
0,5 ჭიქა წყალი
ჯემის მოსამზადებლად იდეალურად გამოგადგებათ ემალის ქვაბი ან ფოლადის ჭურჭელი. ამ რეცეპტში, მარწყვი მთელი უნდა დარჩეს.
მომზადება:
ახალ მარწყვს მოაძვრეთ ზედმეტი ნაწილები, მარწყვი ქვაბში ნაზად გარეცხეთ და გასაშრობად დატოვეთ.
ცალკე ჭურჭელში სიროფი გააკეთეთ: შაქარს წყალი დაუმატეთ, მიიყვანეთ დუღილამდე, ცეცხლს მოუმატე და კვლავ 4 წუთი ადუღეთ, მუდმივად ხის ჯოხით ურიეთ.
მარწყვს სიროფი დაასხით, აურიეთ და დატოვეთ ასე, სანამ ბოლომდე არ გაცივდება.
მას შემდეგ რაც მარწყვი გაგრილდება და წვენი გამოუვა, სითხე სეტკის დახმარებით ქვაბში გადაასხით. აადუღეთ სიროფი 5 წუთით.
სიროფი კვლავ მარწყვით სავსე ჭურჭელში ჩაასხით და გაგრილება აცადეთ.
გაიმეორეთ სიროფის პროცედურა, ოღონდ ახლა 10 წუთით ადუღეთ. თუ სქელი სიროფის მიღება გსურთ, ცოტა შაქარი დაუმატეთ. გახსოვდეთ, რომ მარწყვს არ ხარშავენ!
ქილებს დაახლოებით 10 წუთით სტერილიზაცია გაუკეთეთ!
სანამ სიროფი დუღდება, მარწყვი სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ. დაასხით ადუღებული სიროფი და თავსახური დაახურეთ. ჯემით სავსე ქილები თბილ ადგილას დადეთ და გადასაფარებელში შეფუთეთ.
ასეთი გემრიელი ჯემი უფრო თხევადი იქნება, ვიდრე ჩვეულებრივი. უფრო მარწყვს სიროფში ჰგავს. რაც მთავარია, მარწყვის ყველა ვიტამინი და სასარგებლო თვისება შენარჩუნებულია, მარწყვი მთელი წელი როგორც ახალი ისე იქნება! მთელი ენერგიის დახარჯვა დაგჭირდებათ, რომ მთელი ქილა ერთ ჭამაზე არ მიირთვათ. ასე შეგიძლიათ მოამზადოთ ქლიავი, ჟოლო, მოცხარი და ალუბალი.
სცადეთ ამ სეზონზე თუნდაც რამდენიმე ქილა კენკრის ასეთი მეთოდით შენახვა. თქვენ მოგეწონებათ, ეჭვიც არ შეგეპაროთ!
ასე აკეთებთ თქვენ მარწყვის ჯემს? დაწერეთ კომენტარებში, როგორ მოვამზადოთ კენკრის ჯემი, რომ მისი გემო და სასარგებლო თვისებები შევინარჩუნოთ.