ზურაბ ზვიადაური – “ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს!”

ზურაბ ზვიადაური - "ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს!"საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წარუმატებელი გამოსვლა ზურაბ ზვიადაურმა ფეისბუქში ასე შეაფასა:

“დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე შედეგი -0!
მე როგორც ერთ-ერთი ძიუდოისტი და გულშემატკივარი მინდა კომენტარი გავაკეთო დღევანდელ მდგომარეობაზე რა ხდება ძიუდოში!
არ ვიცი საიდან დავიწყო.. ამას ვამბობდი წლების უკან რომ ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს და მომკითხავი სამწუხაროდ არავინ არ არის! მინდა ყველამ ამოიღოს ხმა ვისაც ესმის სპორტი და ვისაც შესტკივა გული დღევანდელ მდგომარეობაზე…. შეიძლებ კიდევ ის მომაწერონ რომ მე ინტერესი მაქვს ფედერაციის მაგრამ აქვე გავიმეორებ რომ არანაირი ინტერესი არ გამაჩნია გარდა კეთილდღეობისა! მინდა ქართული ძიუდო ისევ იმ ადგილს და ტიტულს დაუბრუნდეს როგორიც წლების უკან იყო! ჭრიკიშვილს შეკრებაზე რომ არ წაიყვან! პირველი ნომრები რომ თავისი ხარჯებით გაემგზავრებიან შეჯიბრზე! არ შეუქმნი პირობებს! იმის გამო რომ ფედერაციას ფული არ აქვს ეს ტყუილია! ფედერაციამ 6 თვიანი შეკრება გაუკეთა ახალგაზრდებს პლეხანოვის დარბაზში სასტუმროთი და კვებით…… აი თანხები სად მიდის ფედერაციიდან! გადაამოწმეთ თუ ვინმეს გაინტერესებთ და დარწმუნდებით! და კიდევ ფედერაციის პრეზიდენტი რომ უწყვიტავს სპორცმენს დადგება თუ არა ევროპაზე ან ნებისმიერ შეჯიბრზე და მწვრთნელს ფუნქციას უკარგავს! აი ეს არის დღევანდელი ძიუდოს ფედერაცია! მეგობრებო და გულშემატკივრებო ძიუდოსი…… ამოიგეთ ხმა! სანამ დროა და ბოლომდე არ ჩაძირულა ის ძიუდოს ნაკრები რომლითაც ამაყობდით თქვენ და მთლიანად საქართველო!”