მამუკა მდინარაძემ დავით ჭიჭინაძეს დასცინა – “ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ”

ფრაქცია “ქართული ოცების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მისივე კოლეგის, დავით ჭიჭინაძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ სერიოზულად ვერ უპასუხებს მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, მან ფრაქციის თავმჯდომარეობა უნდა დატოვოს.

– მე ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ ნამდვილად. როდესაც სერიოზულ კომენტარს ვერ ვაკეთებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი შესაძლებლობის შესახებ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი დეპუტატის განცხადებიდან გავიგე,- ამბობს მდინარაძე.

ნიუპოსტი