ახმეტაში 27 წლის მამაკაცი 150 მეტრიდან ხევში ჩავარდა და დაიღუპა

ახმეტაში 27 წლის მამაკაცი 150 მეტრიდან ხევში ჩავარდა და დაიღუპაახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხადორში 150 მეტრის სიმაღლიდან ახალგაზრდა გადავარდა და გარდაიცვალა. 27 წლის მამაკაცი ადგილზე თბილისიდან თანმხლებ პირებთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, მას ფეხი დაუცდა და ხევში ჩავარდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადები არიან მობილიზებული.

მომხდარ ფაქტს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაშიც ადასტურებენ. რთული რელიეფიდან გამომდინარე, სამაშველო ჯგუფებთან კავშირი ვერ ხერხდება.

რუსთავი 2