“ბავშვი ბიძას გამოუტყდა, რომ დედა და მისი ქმარი ისე იქცეოდნენ… ბესიკიც იმიტომ იყო იქ ჩასული” – რა გახდა ხაშურში მომხდარი მკვლელობის მიზეზი

"ბავშვი ბიძას გამოუტყდა, რომ დედა და მისი ქმარი ისე იქცეოდნენ... ბესიკიც იმიტომ იყო იქ ჩასული" - რა გახდა ხაშურში მომხდარი მკვლელობის მიზეზიიმედინიუსისთვის ხაშურში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ბესიკ ომიაძის ყოფილმა რძალმა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, საკუთარი სამი შვილიდან ერთ-ერთი, 8 წლის ბიჭი, ბესიკის სახლიდან თავის სახლში მამინაცვლის გასაცნობად წაიყვანა. სახლში დაბრუნებული ბავშვი 24 საათის განმავლობაში უტყვი და ურეაქციო იყო. ბოლოს ბიძას და ბიცოლას გამოუტყდა, რომ დედა და მისი ქმარი ბავშვის თვალწინ ისე იქცეოდნენ, რამაც მასზე ძალიან იმოქმედა და თან ეუბნებოდნენ – რა იყო, ხომ არ ეჭვიანობო. ამ ამბის გამგონე ბესიკ ომიაძე ყოფილ რძალთან იმის სათქმელად გაემგზავრა, რომ როცა ის შვილებთან კონტაქტს გადაწყვეტდა, ამ შეხვედრისთვის თავისი ახალი მეუღლე მოერიდებინა.

ამ დრომდე უცნობია რა მოხდა რეალურად იმ სახლში, სადაც ბესო ომიაძე, როგორც მისი ოჯახი ამტკიცებს უიარაღოდ და აბსოლუტურად ფხიზელი ჩავიდა, იქ კი გაშლილი სუფრა და შეზარხოშებული ადამიანები დახვდნენ.

პოლიციამ მკვლელობის ფაქტზე უკვე დააკავა ერთი პირი, რომელიც გარდაცვლილის ყოფილი რძლის ახალი ქმარია. imedinews-ის ინფორმაციით, ის ერთხელ უკვე ნასამართლევია მკვლელობისთვის ისრაელში.

ხაშურში კი მკვლელობა 3 მაისს, გვიან ღამით მოხდა. ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.