ფოთში მამაკაცს, რომელიც თიბისი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ქურდავდა, სამართალდამცველმა ესროლა. თავის არეში დაჭრილი მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქურდობის ფაქტს სამართალდამცველი შეესწრო. დაკავებისას პოლიციის თანამშრომელს დამნაშავემ, წინააღმდეგობა გაუწია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.
რაც შეეხება სამართალდამცველის მხრიდან სროლის ფაქტს, შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.