ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის დროს დაშავებული ორი ჩვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოში შეყვანისას 3 თვის ბავშვები უკვე გარდაცვლილი იყვნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი ბავშვი და მათი მამაა.
„კვირას“ ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ. აღსანიშნავია, რომ ლურჯი ფერის მსუბუქი ავტომანქანა მარჯვენასაჭიანი იყო.
გარდა ამისა, დაშავებულია კიდევ 2 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.