“კიდევ სცადე” – ილიას უნივერსიტეტის სტუდენტის პასუხი ლექტორს, რომელიც ე.წ “შპარგალკებს” ეძებდა

სოციალურ ქსელში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ლექტორი თემო შენგელაია სახალისო ისტორიას წერს, რომელიც მას გადახდა.

“ჩემმა სტუდენტებმა იციან, რომ გადაწერის ამბავს ძალიან მკაცრად ვაკონტროლებ, ვამოწმებ ყველაფერს, მათ შორის თუ ეჭვი მაქვს ჯიბეებსა და საფულეებსაც კი.

ჩამოვიარე “რეიდზე”,
ერთ-ერთი სტუდენტის ქუდის ნაკეციდან ვხედავ ფურცლის პატარა ნაწილი მოჩანს,
მეთქი ეგააა და
გამოვიჭირე,
ამოვიღე ფურცელი
ვხსნი და აწერია

Try Again (კიდევ სცადე)” – წერს თემო შემგელაია.