კოტე ჟორჟოლიანმა ფეისბუქში დაწერა:
“ფინანსური ბიურო ყველა სესხს არ გაანულებს ! ! !
როგორც აღნიშნული შეპესეს წარმომადგენელმა და შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირმა განგვიცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სესხების საკამოად დიდი რაოდენობა აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს, მათი კეთილი ნებით და ფონდი ქართუსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საკმაოდ დიდი რაოდენობა სესხების კვლავ მათთან დარჩება… მათგან მეტი სესხი აღარ განულდება… მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის ფარგლებში დარჩენილ ასი ათასობით სესხს განულება ეკუთვნის, ისინი ამას არ გააკეთებენ 👎მოგიწოდებთ აქტიურობისკენ სანამ დროა… არავის არაფერი ზედმეტი არ შეარჩინოთ, მოითხოვეთ ის რაც გეკუთვნით !
საუბარში აღნიშნულ პირს ისიც კი წამოსცდა ,რომ ხელშეკრულება სწორედ მათზეა მორგებული და ხალხის ინტერესი იქ არაფერ შუაშია… ხელშეკრულების გასაჯაროვებას კი არ აპირებენ!!! არარსებოს მათგან რეალური არგუმენტი რის გამოც ხალხს ისევ ვალები დარჩება და კვლავაც შავ სიაში უნდა იყვნენ !!! მიზეზად მოაქვთ ერთმანეთთან გაფორმებული ხელშეკრულებები რომლებიც, პროგრამის მიზანსაც და დედააზრსაც, თურმე ეწინააღმდეგება და ამის გასაჯაროვებასაც არ აპირებენ….”

