ლელა სეთიელი – “ვეძებ შვილს! იქნებ სადმე ვინმემ დაინახეთ, მომწერეთ… გააზიარეთ პოსტი”

ლელა სეთიელი გელოვანმა რამდენიმე კვირის წინ, 25 ნოემბერს, ფეისბუქში დაწერა:

“ვეძებ შვილს! კარგად დააკვირდით იქნებ ვინმემ სადმე დაინახეთ გთხოვთ თითოეულ ფეისბუქ მეგობარს, პოსტი არ გაატაროთ, გევედრებით… 2014 წლის 4 ნოემბერს გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა. გთხოვთ იქნებ სადმე ვინმემ დაინახეთ, მომწერეთ.. გააზიარეთ პოსტი გ ე მ უ დ ა რ ე ბ ით! უფალმა დაგლოცოთ, მაპოვნინეთ გთხოვთ!”

პრაიმ ტაიმის ცნობით, პაატა გელოვანი 2014 წლის 4 ნოემბერს სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბულებულა. გაუჩინარებული ახალგაზრდა, ქ. თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა.