ემზარ კვიციანმა პარლამენტში ასეთი რამ თქვა:
“ვინც კი „რუსთავი 2-ს“ უყურებს და „ნანუკას შოუს“, 90%-ს იმ ქალებისა, ოჯახები აქვთ დანგრეული, არ აკვირდებით?”
ამასთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქში დაწერა:
“ბატონო ემზარ, დასახურია ეს ნანუკას შოუ. ეგ გადაცემა არათუ ოჯახებს ანგრევს, კაცებზეც ძალადობს. თქვენ ადგილას დავიწყებდი აქციებს გადაცემის დახურვის მოთხოვნით. თან, პერმანენტულს.”
ამაზე ემზარ კვიციანმა ასე უპასუხა:
“აქ როგორი შაყირები დაგიწყია ნანუკა,ერთი ისიც მოყევი კოდორში ჩემ დასთან ნორასთან ცალ ხელში კუბდარი რო გეჭირა მეორეში ხაჭაპურიო როგორც ანზორ მარგიანმა გამხილა ჩემს სასამართლოზზე.შენმა ზონდერმა ქმარმა კოდუამ რომ დაგირეკა რა უთხარი? სვანებმა გამიტაცეს და მიშველეო?და ამის მიზეზით სპეცნაზი რომ შეიყვანეთ კოდორში ანუ პოლიციის ნასეტკობა შეგისრულებია როგორც სასამართლოზე გამოიკვეთა!შენ კიდე ბედავ და მე მახსენებ ჩემი დის დაჭერაში გაქ მიღებული მონაწილეობა და კოდორის უბედურებაში!ასევე სწორედ თქვენი გადაცემაა ქალების დიდ ნაწილს რომ ატუტუცებს და კაცების დამცირებაზე გადადიან და ამიტომაცაა სწორედ უმეტესი კონფლიქტები ოჯახებში!და ეს ბოტები და ჰაჰავშიკები ჩემთვის არაფერს ნიშნავვენ თქვენ იკითხეთ როდემდე გასტანთ სიყალბით ცხოვრებას დავინახავთ!!!”

