ნიკა გვარამია: “პაატა ბურჭულაძე კი არა, ჩემი შვილი არ მინდა პუტინის წინ “პაკლონის” მერე”

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“კაცობრიობას პუტინზე დიდი მტერი არ ყავს. იმ შენობაში, სადაც ის იმყოფება, არათუ მღერა, სუნთქვაც სამარცხვინოა, მით უფრო, ქართველისთვის.

პაატა ბურჭულაძე კი არა, ჩემი შვილი სანდრო გვარამია არ მინდა პუტინის წინ “პაკლონის” მერე”, – წერს გვარამია.

ცნობისთვის, 15 დეკემბერს რუსეთში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტზე პაატა ბურჭულაძემ იმღერა. მან ოპერა „დაისი“-დან, ცანგალას სიმღერა, „ღვინოვ კახურო“ შეასრულა. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა.