დავით ოქიტაშვილი – “გააგდეთ ნინო ანანიაშვილი ოპერის თეატრიდან!”

დავით ოქიტაშვილი - "გააგდეთ ნინო ანანიაშვილი ოპერის თეატრიდან!”საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი ოპერის საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ნინო ანანიაშვილის გადადგომას ითხოვს და ამ მოთხოვნით ხელოვნების, მასმედიისა და სპორტის პროფკავშირთან ერთად, ორშაბათიდან პერმანენტულ აქციებს აანონსებს.

დავით ოქიტაშვილის თქმით, ოპერისა და ბალეტის თეატრში ნეპოტიზმია და ბევრ ცნობილ და ნიჭიერ ხელოვანს თეატრს არც კი აკარებენ:

„ნინო ანანიაშვილს, როგორც ბალერინას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როგორც ხელმძღვანელი არ ვარგა. ისეთ ცნობილ ხელოვანებს, როგორიცაა ირმა ნიორაძე, ნიკოლოზ ცისკარიძე და ბალეტის კიდევ ბევრი ნიჭიერი მსახიობი, არ აკარებენ ოპერას. ასევე შეუძლებელია, შენი ოჯახის წევრი გამოდიოდეს ქვეყნის დამხობის მოთხოვნით და შენ ამ ქვეყნის ოპერას ხელმძღვანელობდე. იქ მომუშავე ადამიანები ძალიან უკმაყოფილოები არიან, მაგრამ ეშინიათ ხმამაღლა თქმა, რომ არ დაკარგონ ადგილები. ოპერის მომღერლებს ერთი დარბაზი დაუტოვეს მაშინ, როცა ბალეტს ხუთი დარბაზი აქვს.“- განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.