სოციალურ ქსელში აშშ-ში მცხოვრები მუსიკოსი ჯულიან მილკისი გია ყანჩელის ფოტოს და ინგლისურ ენაზე მიმართვას ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, სახალხო არტისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საავამყოფოშია მოთავსებული.
“მე ვთხოვ ყველას, ვილოცოთ გულით გია ყანჩელისთვის, ის საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის იბრძვის. ვილოცოთ ერთად და გავუგზავნოთ მას ჩვენი სიყვარული, ენერგია და კეთილი სურვილები”, – წერს მუსიკოსი.

