2020 წლიდან ზოგადი უნარების ჩაბარება ეროვნულ გამოცდებზე სავალდებულო აღარ იქნება

2020 წლიდან ზოგადი უნარების ჩაბარება ეროვნულ გამოცდებზე სავალდებულო აღარ იქნება2020 წლიდან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება და გამოცდები მხოლოდ სამ საგანში ჩატარდება.

ყველა აბიტურიენტისთვის სავალდებულო იქნება ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები, მესამე საგანი კი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით განისაზღვრება.

ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში, ისტორიას.