ანა დოლიძე: „მაია ნადირაძის სული სოფო კილაძეს ჩაუსახლდა”

ანა დოლიძე: „მაია ნადირაძის სული სოფო კილაძეს ჩაუსახლდა”ანა დოლიძე წერს, რომ საახალწლოდ ერთი ფაქტი აღმოაჩინა:
„მეგობრებო, ჩემი ერთი საახალწლო მიგნება და დარდი უნდა გაგიზიაროთ. ვგონებ, არსებობს პოლიტიკური რეინკარნაცია ანუ პოლიტიკური სულების გადასახლება. ამიტომაც ხშირად ვხედავთ პოლიტიკოსს/საჯარო პირს, რომელიც ვიღაცას, უკვე ნაცნობსს ძალიან გვაგონებს, თუნდაც მათ არაფერი აკავშირებდეთ. აი, მაგალითად, ვგონებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | UNITED NATIONAL MOVEMENT ერთ-ერთი ადრინდელი ლიდერის მაია ნადირაძის სული ჩაუსახლდა ქართული ოცნება / GEORGIAN DREAM სოფო კილაძეს. აბა, სხვანაირად როგორ ავხსნათ ასეთი მსგავსება? რას ფიქრობთ? რამე სხვა ვარიანტებსაც ხომ არ შემომთავაზებთ“? – წერს ანა დოლიძე.

მეტრონომი