ელისო კილაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც ჩანს, რომ რუსთაველზე გაშლილი კარვებიდან მიხეილ სააკაშვილს ანგარიშს აბარებენ.
„აქამდე მეგონა შვილმოკლული მამების საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მე ვიყავი !
არ მაქვს არანაირი ინფორმაცია,რა დავალებებს იღებდა და იღებს ეს ჯგუფი მიხეილ სააკაშვილისგან,კატეგორიულად ვემიჯნები ამ პროცესს და ყველა იმ პირის ქმედებას ,ვინც თვლის რომ სააკაშვილი მისი სარდალია !
ამ ჩართვისას თბილისში არ ვიმყოფებოდი,ადგილზე არ იყო ზაზა სარალიძე !
8 იანვარს ვბრუნდები თბილისში,მოვითხოვ საორგანიზაციო ჯგუფის შეკრებას და განმარტებებს ,რა ბრძანებებზეა საუბარი(თუ ასეთი არსებობს ბუნებაში )
ვიხსნი პასუხისმგებლობას ვიწროპარტიულ ქმედებებზე და სამომავლო გეგმებზე“ – წერს ელისო კილაძე

