ლევან ჯიბღაშვილი სალი სულხანიშვილზე დაქორწინდა და შვილს ელოდება

ლევან ჯიბღაშვილი სალი სულხანიშვილზე დაქორწინდა და შვილს ელოდებამსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი ბოლო დროს საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება.

“რეიტინგისთვის” ცნობილი გახდა, რომ ის და ბიზნესმენ ფეფე სულხანიშვილის ქალიშვილი დაქორწინდნენ და ამის აფიშირებას ერიდებოდნენ.

თუმცა, როგორც ჩანს, წყვილის ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა.

ლევან ჯიბღაშვილის დამ, თეკლამ, სოციალურ ქსელში გვიან ღამით ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა.

ჯიბღაშვილები ძველით ახალ წელს ლევანის მშობლიურ სახლში, დედოფლისწყაროში შეხვდნენ, ფოტოზე ლევანი ცოლთან ერთადაა გადაღებული და სალი სულხანიშვილს ეტყობა, რომ ორსულადაა.

ლევან ჯიბღაშვილის ცხოვრებაში ბევრი ქალი იყო, ის დაქორწინებასაც გეგმავდა და რამდენიმე წლის წინ, დაინიშნა კიდეც, მაგრამ მოულოდნელად, მისი და ბათუმელი გოგონას ურთიერთობა დაინგრა.

მაგრამ არც ერთის მარტოობა გაგრძელებულა დიდხანს და ლევანმა საკუთარ დაბადების დღეზე, საზოგადოებას ახალი რჩეული, ახლა უკვე მისი ცოლი სალი წარუდგინა. სალი მისი პირველი სიყვარულია.

რეიტინგი