მიხეილ გიორგაძე სამსახურს დაუბრუნდა

მიხეილ გიორგაძე სამსახურს დაუბრუნდაკულტურის ყოფილი მინისტრის მიხეილ გიორგაძე სამსახურს დაუბრუნდა. ამის ამსახველ ფოტოს მეგობარი და პარტნიორი კახი კანდელაკი ავრცელებს სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ავარიაში მოყვა. შემთხვევა 18 ნოემბერს, ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგაძე ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მინისტრის მოადგილე მრავლობითი მოტეხილობით ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მოათავსეს.