ნანა ტონია – “ემიგრანტები კი არ სტოვებენ საქართველოს, არამედ საქართველო სტოვებს მათ…”

ნანა ტონია - "ემიგრანტები კი არ სტოვებენ საქართველოს, არამედ საქართველო სტოვებს მათ..."მანანა ტონია მხატვარ მანანა მოდებაძის მკვლელობას იტალიაში ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

მეგობრებო, ამ ნახატმა გამაოგნა. ის ეკუთვნის ვინმე ქალბატონ თამარ მოდებაძეს, ქართველ ემიგრანტს, რომელიც იტალიაში წამებით მოკლეს.
აი, ახლა, ვზივარ და მუჭის სიმსხო ცრემლებს ვღვრი… რა მრავლისმეტყველი ტილოა… როგორ ასახავს ავტორის ტკივილს, საქართველოს ტკივილად რომ აქვს გაიგივებული… რამდენი ცრემლი ააფრქვია ალბათ მხატვარმა ამ ტილოს რომ ქმნიდა. თუ მიზეზი არ ექნა, ხელოვანი ხომ ისე, ჰაერზე ვერაფერს შექმნის. ჰოდა, ვინ იცის, როგორ ენატრებოდა მისი სამშობლო, ოჯახი, შვილები და ლუკმა პურს ზვარაკად შეეწირა.
ეეეჰ, არა, ემიგრანტები კი არ სტოვებენ საქართველოს, არამედ საქართველო სტოვებს მათ…
ნათელი და სანთელი ქალბატონ თამარის ულამაზეს სულს… აი, ასე, თითო-ოროლაობით ვილევით… ვილევით… ვილევიიიით!😢😢😢😢😢